შპს „ჯეო-ორგანიკი“ დაარსდა 2018 წელს. საწარმო მდებარეობს კახეთში, კერძოდ საგარეჯოში, საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონში. ჩვენ ვაწარმოებთ ქართულ ხილს, ბოსტნეულს და ბალახეულს კაბინური და მზეზე შრობის მეთოდით, კონსერვანტებისა და დანამატების გარეშე. ქართული ხილი, ბოსტნეული და ბალახეული გაჯერებულია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ვიტამინებით და მინერალებით. გამოირჩევა მკვეთრი გემოთი და არომატით. იმისთვის, რომ მივაღწიოთ კომპანიის მიზანს და ვაწარმოოთ ჯანსაღი პროდუქცია, ჩვენ დანერგილი გვაქვს კვების უსაფრთხოების საერთაშორისოდ აღიარებული ISO სტანდარტი. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, მომსახურებას და სტაბილურ მიწოდებას.
ჩვენი უპირველესი მიზანია ჩვენი მომხმარებლებისთვის ჯანსაღი პროდუქციის წარმოება. კონსერვანტების ან დამატკბობლების გარეშე გაშრობის შედეგად, ჩვენი გამომშრალი ხილი გამოსცემს მკვეთრ, არომატულ, ტკბილ და მომჟავო სურნელს, რაც მხოლოდ საუკეთესო ქართულ პროდუქტს აქვს.
მნიშვნელოვანია იცოდეთ ის პოტენციური საფრთხეები, რაც დაკავშირებულია საკვებთან, მითუმეტეს მაშინ, თუკი ამზადებთ ან აწვდით საკვებს უფრო ჯანსაღი ცხოვრებისთვის. HACCP– ის პრინციპების დაცვით ჩვენ უზრუნველვყოფთ ბიოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის წარმოებას.
ჩვენ ვიყენებთ ქართულ ხილს. საქართველოს კლიმატი, ნიადაგისა და წყლის თვისებები ქმნის მდიდარ კვებით ღირებულებას და არომატს.
კომპანია „ჯეო-ორგანიკი“ მოწოდებულია ხელი შეუწყოს ადამიანთა ჯანმრთელობის გაძლიერებას მათთვის უგემრიელესი, ჯანსაღი საკვების მიწოდებით. ჩვენ ეს ბიზნესი წამოვიწყეთ იმ მიზნით, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვედგათ ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, ჩვენი და ჩვენი შვილების გაძლიერებისთვის
ჯეო-ორგანიკი აწარმოებს ბუნებრივი, ჯანსაღი და ნედლი საკვების მრავალ სახეობას, რაც ხელს შეუწყობს ნებისმიერ ადამიანს ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაში. შესაძლებელია ყველა ჩვენი პროდუქტის ვეგანურ დიეტაში ჩართვა.
კახეთის ნიადაგი და კლიმატური ცვლილებები ხელსაყრელია ხილის წარმოებისთვის.
კაშკაშა მზე, დღის თბილი ტემპერატურა ქმნის ყველაზე გემრიელ პროდუქტს.
ვეგანური საკვებით ყველა ნუტრიტის მიღება არის შესაძლებელი, რომ იყო ჯანმრთელი.
დანერგილია ISO 22000 სტანდარტი.
ჯანსაღი კვების სტანდარტებით დაუშვებელია გენეტიკურად მოდიფიცირებული (გმო) მოსავალი.
ჯანსაღი მოსავალს ანტიოქსიდანტების და სხვა საკვები ნივთიერებების უფრო მაღალი კონცენტრაცია აქვს.