ქართველ იუნკერთა ქუჩა #14, საგარეჯო, საქართველო info@Geo-organic.ge

კეთილი იყოს თქვენი მოსვლა
ჯეო-ორგანიკში

სიყვარულით და მონდომებით

შპს „ჯეო-ორგანიკი“ დაარსდა 2018 წელს. ის მდებარეობს კახეთში. ჩვენ ვაპირებთ ვაწარმოოთ ქართული ხილი, ბოსტნეული და ბალახეული საშრობში გამოშრობის მეთოდით, ორგანულად, კონსერვანტების, მათ შორის გოგირდის დიოქსიდის გარეშე. კომპანიის მიზანი არის ჯანსაღი, ორგანული პროდუქტების წარმოება, რისთვისაც დანერგილი გვაქვს საერთაშორისო ISO სტანდარტი.

ხშირად დასმული
კითხვები

იმას, თუ როგორ არის საკვები გაზრდილი და მოყვანილი შესაძლოა უმნიშვნელოვანესი გავლენა ჰქონდეს თქვენს ფსიქიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე, ისევე როგორც გარემოზე. ორგანულ საკვებს ხშირად უფრო მეტად სასარგებლო კვებითი შემადგენლობა აქვს, როგორიცაა მაგალითად ანტიოქსიდანტები, ვიდრე ჩვეულებრივად მოყვანილ მოსავალს და მათ, ვისაც ალერგია აქვს საკვებზე, ქიმიურ ნივთიერებებზე ან კონსერვანტებზე, ხშირად უმსუბუქდება ან მთლიანად უქრება ეს სიმპტომები მხოლოდ ორგანულ საკვებზე გადასვლისას.

სერტიფიცირების პროცესი შესაძლოა ორ ნაწილად დაიყოს: შემოწმება (ან კონტროლი) იმის გადასამოწმებლად, რომ წარმოება და დამუშავება ხდება იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც ხდება სერტიფიცირება; და სერტიფიცირება იმის დასადასტურებლად, რომ წარმოება და დამუშავება შეესაბამება ამ სტანდარტებს. ორგანული პროდუქტების სერტიფიცირების მიზნით არსებული სერტიფიცირების პროცედურები შესაძლებელს უნდა ხდიდეს პროდუქტების მოძრაობის ზედამხედველობას და კონტროლს ფერმის დონეზე თავდაპირველი წარმოებიდან დაწყებული, წარმოების ყველა ეტაპზე საბოლოო პროდუქტის მიღებამდე.

ძირითადი განსხვავება ორგანულ და სხვა სახის მეურნეობებს შორის ისაა, რომ ორგანული წარმოება არის წარმოების მართვის ერთი მთლიანი სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს ნიადაგის ნაყოფიერებისა და ბიოლოგიური აქტიურობის შენარჩუნებას ან გაძლიერებას. ორგანული მეურნეობა ემყარება ადგილობრივად ადაპტირებულ მართვის გამოცდილებას, ნაცვლად არასასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების გამოყენების ან მართვის სისტემის საერთოდ არ ქონისა. ბევრ სხვა გარემოსადმი-მეგობრულ ფერმერულ სისტემასთან შედარებით, ორგანული მეურნეობა განსხვავებულია იმ გაგებით, რომ სტანდარტები და სერტიფიცირების სისტემები არის ძალიან კარგად შემუშავებული და საერთაშორისო დონეზე ფართოდ გავრცელებული.

პარტნიორი კომპანიები